,,სახელმძღვანელო ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციური ისტორიის თითქმის ყველა ქრონიკას, არამედ 2021 წლის კონსტიტუციურ ნოველებს, ბრუნვაში შეაქვს ახალი დოქტრინალური და ნორმატიული წყაროები, მოიცავს კონსტიტუციური სამართლის იმ ნაწილს, რომელიც ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ქართულ სასწავლო ლიტერატურაში (მაგალითად, კონსტიტუციონალიზმის თეორიის საფუძვლები, სახელმწიფოსა და ხელისუფლების ორგანიზაციის პრინციპები), ან და ფრაგმენტულად არის შესწავლილი (მაგალითად, საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმის თანამედროვე თავისებურებანი)".