წიგნი მკითხველს აცნობს ხუთი უდიდესი რელიგიის ძირითად საფუძვლებს, ზნეობრივ ნორმებსა და სამყაროსადმი მიმართებას. მისი დანიშნულებაა, ყველა დაინტერესებულ მკითხველს ფუნდამენტურად გააცნოს მსოფლიოს ის ძირითადი რელიგიები (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი), რომლებიც გარკვეულწილად არეგულირებენ წესრიგს მსოფლიოში. ავტორები ავლებენ გარკვეულ პარალელებს სხვა რელიგიებთანაც და ცდილობენ, კრიტიკულად დაანახონ მკითხველს ზოგიერთი რელიგიური გადმოცემა.