წერილში „თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა", რომლის სათაურიც ამ წიგნის სახელწოდებად აქცია ავტორმა, გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ თხუთმეტი საუკუნის ისტორიის მქონე ქართული მწერლობა ერთი განუყოფელი ორგანული მთლიანობაა.
„სოფელსა და ზესთასოფელში" ნაჩვენებია, როგორ ესმოდა ძველად სხვადასხვა კულტურულ ხალხს გარდასულ საუკუნეთა უმნიშვნელოვანესი მსოფლმხედველობრივი პრობლემა – ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის, მიწიერისა და ზეციურის მიმართება. დანარჩენი წერილები მიძღვნილია V-XVIII საუკუნეთა ქართული ლიტერატურის მსოფლმხედველობრივი-ფილოსოფიური და რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხებისადმი.