ნაშრომში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ისტორიული განვითარების ფონზე განხილულია ქართული მწიგნობრული კულტურის ისტორიის აქტუალური პრობლემები. ყურადღებაა გამახვილებული ქართული დამწერლობის აღმოცენების, ხელნაწერ წიგნთა სამწერლობო კერების გამრავლებაზე საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ფართოდ დამკვიდრებისა და მოგვიანებით სტამბურად მათი ბეჭდვის ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე – მწიგნობრული კულტურის უმდიდრესი ტრადიციების მქონე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.