წიგნში განხილულია ძველი ქართული ენის ზმნისწინებთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადად მიმართულებისა და ადგილმდებარეობის ჩვენების თვალსაზრისით, მოცემულია ზმნისწინთა შინაარსობრივი ჯგუფები. ვრცლადაა მიმოხილული ორიენტაციის გამოხატვის კონკრეტული შემთხვევები, გამოყოფილია თითოეული ზმნისწინის ძირითადი და მეორეული ფუნქციები და ყურადღება გამახვილებულია ცალკეულ ზმნისწინთა გენეზისის საკითხებზე.