ნაშრომში განხილულია XX და XXI საუკუნეების ქართული ლიტერატურა ახალი და განსხვავებული რაკურსით, კერძოდ, მიგრაციის ჭრილში. ინტერდისციპლინური კვლევებისა და მხატვრული ტექსტების გაანალიზების საფუძველზე გამოიყო ქართული ლიტერატურის ინტერკულტურული მოდელი, რომელიც მოიცავს XX საუკუნის ემიგრანტულ მწერლობას და თანამედროვე ქართულ ინტერკულტურულ-მიგრაციულ მწერლობას. ნაშრომს ერთვის ინტერვიუები საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მწერლებთან.