ამ წიგნის პირველი ორი ტომი გამოვიდა სათაურით „ოსმალეთის ისტორია", რადგან იმ დროს ამ სახელმწიფოს ასე ეწოდებოდა, ხოლო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ - თურქეთი. წიგნში განხილულია თურქეთის უახლესი ისტორიის საკითხები სასულთნოს გაუქმებისა და რესპუბლიკის დამყარების შემდეგ 2000 წლამდე. წიგნი გათვალისწინებულია აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსებისათვის, სტუდენტებისათვის და თანამედროვე თურქეთის ისტორიით დაინტერესებულ სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.