ნაშრომი ეხება რომის იდეას შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ისტორიაში. განხილულია “ახალი რომისა” და “სხვა რომის” იდეა, იმპერიის გადატანისა და რომის იმპერიის აღდგენის კონცეფცია. წარმოდგენილია რომის იმპერიის მონაცვლეობა ბიზანტიაში, შუა საუკუნეების დასავლეთში - ფრანკთა იმპერიაში, გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიაში აღმოსავლეთ ევროპაში. საგანგებო ყურადღება ეთმობა შუა საუკუნეების საქართველოს მიმართებას რომის იდეისადმი.