ნარკვევებში გაშუქებულია ოსმალეთის სახელმწიფოს წარმოშობა, მისი დაპყრობითი ომები, მართვა-გამგებლობის სისტემა, ოსმალთაგან კონსტანტინოპოლისა და ტრაპიზონის დაპყრობა და მისი ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსა და ქრისტიანული ქვეყნებისათვის, შესწავლილია XIV-XVIII სს-ში საქართველო - ოსმალეთის ურთიერთობის მრავალი საკითხი, საქართველოს მონაწილეობა ანტიოსმალური კოალიციების ორგანიზაციის საქმეში, ქართველი ხალხის ბრძოლა ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ. ქართველების მოღვაწეობა ოსმალეთისა და ირანის პოლიტიკურ სარბიელზე და სხვა.