ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სამხრეთ-დასავლეთი საქართველო 1914-1918 წლებში

გამოცემის წელი2002
გამომცემლობააჭარა
რედაქტორიილია ტაბაღუა

ნაშრომში კომპლექსურადაა შესწავლილი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს კუთხეების სოციალურ–ეკონომიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ვითარება. გაანალიზებულია ომამდელი და ომის პერიოდის საქალაქო ცხოვრება, ჭოროხის აუზის სამთო–მეტალურგიული მრეწველობა, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვა დარგები. ახალი საარქივო მასალების საფუძველზე წარმოჩენილია ის ცვლილებები და თავისებურებები, რაც გამოიწვია ამ მხარის ომის არენად გადაქცევამ, რუსეთში განვითარებულმა რევოლუციურმა პროცესებმა და ოსმალურმა ოკუპაციამ.