წიგნში აღმოსავლური და ევროპული წყაროების საფუძველზე გამოკვლეულია XVI-XVII სს-ში საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ძირითადი ფორმები, ოსმალთა ლაშქრობანი საქართველოში, ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის; შესწავლილია ოსმალეთთან დიპლომატიური და სამშვიდობო მოლაპარაკებანი, სტამბოლში ქართველთა ელჩობანი, დადებული ზავის პირობები და მათი შედეგები საქართველოსათვის.