წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გააცნოს დაინტერესებულ პირებს ვეფხისტყაოსნის აღნიშნულ ხელნაწერთა სტროფული შედგენილობა, რასაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია რუსთველოლოგიური საკითხების შესწავლაში. სტროფულ საძიებლებში მთლიანი სახითაა შეტანილი ის ნუსხებიც, რომლებიც ვახტანგისეულ გამოცემიდან მომდინარეობენ და დართული აქვთ ინდო-ხატაელთა ამბავი.