ნაშრომში თარგმანი განხილულია როგორც ენათაშორისი და კულტურათშორისი კომუნიკაციის სპეციფიკური საშუალება. გაანალიზებულია თარგმნის პროცესის მოდელირების განსხვავებული კონცეფციები თანამედროვე კომუნიკაციის თეორიისა და ინფორმაციის თეორიის კონტექსტში; გამოვლენილია თარგმანის ტექსტის კონსტრუირების მექანიზმზე მოქმედი ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური ფაქტორები; განხილულია შეპირისპირებულ ენათა /ინგლისური - ქართული/ სტრუქტურული არაიზომორფულობით განპირობებული ტრანსფორმაციების ტიპები. განსაკუთრებით აქცენტირებულია ენობრივ უნიკალიზმთა ანუ „უთარგმნელ ელემენტთა“ მეორე ენის სისტემაში ტრანსპოზიციის საშუალებები; დადგენილია თარგმანის კომუნიკაციურ პრაგმატული ეკვივალენტურობის ძირითადი დეტერმინანტები.