„„ვეფხისტყაოსანი“ დაშიფრული ნაწარმოებიაო, მასში დიდი საიდუმლოება ინახებაო – არაერთ გამოჩენილ მკვლევარს უთქვამს და უღიარებია, მაგრამ კონკრეტულად რა საიდუმლოს ფარავდა არა მარტო ქართველთა უმთავრესი მხატვრული განძი, არამედ აღმოსავლური რენესანსის (რომელიც საუკუნეებით უსწრებდა დასავლურს) ეს უპირველესი ქმნილება და ზოგადსაკაცობრიო შედევრი, რვაასი წლის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა. – საიდუმლო ამოხსნილია! – განაცხადა ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა ვენორი ქვაჩახიამ... შესაძლოა, ყველა არ დაეთანხმოს ამ კატეგორიულ განცხადებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია: საქმე გვაქვს ნიჭიერი პიროვნების რიგ ორიგინალურ მიგნებასთან, რომელიც უთუოდ დააინტერესებს მკითხველ საზოგადოებას".