ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ნარკვევები ქართულ-აფხაზური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, წ. 1

გამოცემის წელი1974
გამომცემლობაალაშარა
რედაქტორიბორის გურგულია

„ნარკვევებში“ პირველად არის შესწავლილი და გაშუქებული XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ი. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანის, ა. წერეთლის, ი. გოგებაშვილის, გ. წერეთლის, ს. მესხის ამაგი აფხაზი ხალხის ისტორიასა და კულტურულ ცხოვრებასთან მიმართებაში. ასევე, ქართულ-აფხაზური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობის შუქზე პირველად არის შესწავლილი აფხაზი მოღვაწეების გრ. შარვაშიძის, კ. შარვაშიძის, დ. ანჩაბაძის, გ. დ. შარვაშიძის, გ. მ. შარვაშიძის, დ. გულიას ცხოვრება და საქმიანობა. მასში ნაჩვენებია აფხაზეთში მოღვაწე ქართველების თ. სახოკიას, პ. ჭარაიას, ნ. ჯანაშიას, ანთ. ჯუღელის, მ. დადიანი–ანჩაბაძის რუსი პროგრესული მოღვაწეებისა და ქართული თეატრის წვლილი აფხაზურ-ქართული კულტურული ურთიერთობის განვითარებაში.