წიგნში განხილულია რელიგიის ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები. ავტორი საგანგებო განსჯის თემად გამოყოფს „რელიგიის ფსიქოლოგიის“ ტერმინოლოგიურ უზუსტობას და ცვლის მას უფრო ადეკვატური ცნებით „რელიგიურობის ფსიქოლოგია“. შრომაში ვრცლადაა წარმოდგენილი ამ დარგში შესრულებული როგორც თეორიული,ასევე ემპირიული კვლევების მრავალფეროვნება და მოცემულია საკუთარი ემპირიული მასალა.