განვითარებული ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოების (ორგანიზაციების) სამეურნეო საქმიანობა (ბიზნესი) წარმოუდგენელია მენეჯმენტის გარეშე, რომელიც აღიარებულია ბიზნესის მართვის ფილოსოფიად. სახელმძღვანელოში ,,მენეჯმენტის საფუძვლები" განხილულია მენეჯმენტის ძირითადი საკითხები: მენეჯმენტის ცნება და შინაარსი; ორგანიზაცია - მენეჯმენტის საფუძველი; მართვის პროცესი; მენეჯმენტის ფუნქციები; ორგანიზაციული სტრუქტურები; გადაწყვეტილებათა მიღება; სტრატეგიული მენეჯმენტი, საინოვაციო მენეჯმენტი და სხვა.