„ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლების“ V წიგნში ქვეყნდება XVIII ს. ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიული თხზულებანი, რომელთაგან ერთი გრიგოლ ვახვახიშვილს (დოდორქელს) ეკუთვნის, ხოლო ხუთი ბესარიონ ორბელიშვილს. დანართში შეტანილია გაბრიელ მცირის და სპირიდონ გრძელიშვილის თხზულებები.