წიგნში გადმოცემულია მენეჯმენტის მეცნიერების არსი და მისი ძირითადი კონცეფციები; აღწერილია ადამიანთა მართვის გენეზისი კაცობრიობის წარმოშობიდან დღემდე; განხილულია მენეჯმენტის მეცნიერების უახლესი ტენდენციები და მისი პრაქტიკული ასპექტები თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მენეჯმენტის სიტუაციურ ბუნებას. წარმოდგენილია მენეჯმენტი, როგორც უწყვეტი პროცესი - დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივაცია და კონტროლი, მისი ტექნიკითა და ტექნოლოგიით. მოცემულია წარმატებული კომპანიების მენეჯმენტის გამოცდილება და ავტორის მოსაზრება ჩვენს სინამდვილეში მისი ადაპტირების შესაძლებლობის შესახებ.