დაუმთავრებელი დანაშაულის დასჯადობა სისხლის სამართლის მეცნიერებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც, თეორიულთან ერთად, დიდი პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა განიცდის გერმანული სისხლის სამართლის გავლენას, მათ შორის მაინც არსებობს პრინციპული განსხვავება. ასევე ქართული და გერმანული სისხლის სამართლის დოგმატიკა და სასამართლო პრაქტიკა გამოირჩევა თავისებურებით, რომლის დაწვრილებით ანალიზსაც გაეცნობით წიგნში.