წინამდებარე წიგნში შესწავლილია „ვეფხისტყაოსნის“ კომპოზიცია. აღორძინებს ხანის ცნობათა ახლებური განხილვით გარკვეულია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არა ყოფილა დაბოლოებული ე. წ. „ინდო–ხატაელთა ამბით“, როცა ავტორს გამოუცია; კომპოზიციურად კი იგი წრიულია: იწყება და მთავრდება არაბეთის ამბით რასაც ტექსტის კომპოზიციური ანალიზის გარდა გვიდასტურებენ მისი სიუჟეტის გაშლისა და შეკვრის სივრცული, არეოპაგიტული, ასტროლოგიური, სიმბოლიკური და სამაგიეროს გადახდის მეტად მკაფიოდ გამოკვეთილი ნიშნები; ამ ფონზე კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ე. წ. „ინდო-ხატაელთა ამბავი“ ამ კომპოზიციური მთლიანობის მიღმა რჩება; აღორძინების ხანის ცნობათა ანალიზითვე დასტურდება, რომ მისი ავტორი უნდა იყოს XI საუკუნის მოღვაწე სარგის თმოგველი.