წინამდებარე გამოცემა "კავკასია და ძველი აღმოსავლეთი - ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევები" წარმოადგენს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, ისტორიკოსის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილის (1890-1946) სამეცნიერო ნაშრომებს. ნაშრომები გერმანიაში სწავლის (1909-1914) და შემდეგ, ცხოვრების პერიოდში (1921-1946) გერმანულ ენაზე იწერებოდა და იქვე, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში ქვეყნდებოდა.