ნართების ეპოსი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ფოლკლორული შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. არსებობს ამ ეპოსის აფხაზური, ჩერქეზული, ყარაჩაულ-ბალყარული, ოსური, ინგუშური და ჩეჩნური ვერსიები. ეპოსის მთავარი გმირები, ნართების სახელწოდებით, მითიური მეომრები, ფოლკლორული პერსონაჟები არიან. ნართების ეპოსში გამითიურებულია მეომრული საზოგადოების ტრადიციული ყოფა და წარსულში მომხდარი ისტორიული მოვლენები.