წინამდებარე სახელმძღვანელოში ქართული და უცხო ქვეყნების მეცნიერული ნაშრომების, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გამოყენების საფუძველზე, განხილულია სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის ძირითადი დებულებანი, კანონიერებისა და მართლწესრიგის ცნება, მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური უფლებები, საარბიტრაჟო სასამართლოს როლი ბიზნესთან დაკავშირებული დავების განხილვაში, ბიზნესსა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების საფუძვლები, ბიზნესისა და ვაჭრობის ცნება, ბიზნესზე მოქმედი პირობები და ფაქტორები, ექსპორტ-იმპორტის სამართლებრივი რეგულირების საკითხები და სხვ.