მონოგრაფიაში განხილულია მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი კარდინალური პრობლემა - დიდი სამეულის დიპლომატიური ურთიერთობები ევროპაში ომის დასკვნით ეტაპზე. მასში გაშუქებულია კვებეკის, დუმბარტონ ოქსის, ყირიმის (იალტის), სან ფრანცისკოს კონფერენციები, უინსტონ ჩერჩილისა და შარლ დე გოლის ვიზიტები მოსკოვში და იქ უმაღლეს დონეზე გამართული მოლაპარაკებები. ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე სხვა დიპლომატიურ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ პერიოდში.