ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ცოლთა სკოლა; იზაბელა

ავტორიანდრე ჟიდი
მთარგმნელითამარ კაპანაძე
გამოცემის წელი2015
გამომცემლობაელფი

ერთი ოჯახის სამი ნაწილისგან შემდგარი ისტორია, რომლის წევრებიც ერთმანეთს პატივს არ სცემენ, სადაც მუდმივი სიცარიელეა. დასაწყისში სიყვარულით დაბრმავებული ოჯახის დიასახლისი, ეველინი, ოცი წლის შემდეგ აცნობიერებს, რომ ქმარი მისი გრძნობებით უსინდისოდ მანიპულირებს და ღირსების შესანარჩუნებლად ოჯახიდან მიდის. ეს არის გულწრფელი აღსარება ქალისა, რომელიც შეუფერებელ ადამიანზე გათხოვდა. მეორე ნაწილში "რობერი" - ქმრის აზრებს ვეცნობით, ხოლო მესამეში - ქალიშვილისას, რომელიც სულაც არ არის შეყვარებული. რომანის წაკითხვის შემდეგ ემოცია დიდხანს გაგყვებათ. დაფიქრდებით, რაოდენ ბევრი გრძნობა იმალება ნაძალადევ პათოსში და რაოდენი პათოსი - დაფარულ გრძნობებში. მეორე რომანის გმირი, იზაბელა რადიკალურად განსხვავდება ეველინისგან. ის თავქარიანი, ღრმად რეალისტი და ანგარიშიანია. ავტორი აქ XVIII საუკუნის კლასიკური ფრანგული პროზის ტრადიციების გამგრძელებლად გვევლინება.