ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში

გამოცემის წელი1995
გამომცემლობამეცნიერება

ნაშრომში შესწავლილია XII-XIII ს-ის პირველი მესამედის საქართველოს სამეფოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყაროს (დიდ სელჩუკთა სახელმწიფო, ერაყის სელჩუკთა სასულთნო, თურქული საამიროები, რომლებიც წარმოიქმნა ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და სომხეთის ტერიტორიაზე სელჩუკთა სახელმწიფოს რღვევის პროცესში, აიუბიანთა და რუმის სასულთნოები) ურთიერთობების პოლიტიკური ასპექტები; განხილულია ქრისტიანული საქართველოსა და ისლამური სამყაროს იდეოლოგიური კონფრონტაციის საკითხები, დავით IV აღმაშენებლისა და მისი მემკვიდრეების რჯულშემწყნარებლური პოლიტიკა ქვეშევრდომ მუსლიმებისადმი, რამაც შესაძლებელი გახადა ორი დაპირისპირებული რელიგიის აღმსარებელთა მშვიდობიანი თანაარსებობა საქართველოს სამეფოში.