მონოგრაფიაში განხილულია ქართველი და უცხოელი მოგზაურ-მკვლევრების ცნობები კავკასიის ხალხების ეთნოლოგიის შესახებ, უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე. ავტორი მიმოიხილავს ასურულ-ურარტულ წყაროებსა და ბიბლიურ მონაცემებს, ანტიკური და ბიზანტიური ხანის მოგზაურ-მკვლევართა ჩანაწერებს, ადრე და შუაფეოდალური ხანისა და აღორძინების ეპოქის ავტორთა ნაშრომებს.