ნაშრომში წარმოდგენილია თავისებურ ზმნათა ანალიზი ქართული ენის ყველა ადრინდელ და თანამედროვე გრამატიკაში. გაანალიზებულია თავისებურ ზმნათა ორი ჯგუფი: ძირმონაცვლე და ფუძემონაცვლე ზმნები. ფუძემონაცვლე ზმნებში გაერთიანებულია მედიალური ზმნები, რომელთა წარმოებაც ნაირგვარია. საკითხი მეტად აქტუალურია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.