ყირგიზი მწერლის, ჩინგიზ აითმათოვის რომანში „საქონდაქრე“ (რუსულად „Плаха“) მძაფრადაა დასმული სადღეისო საჭირბოროტო საკითხები. რომანი კაცობრიობის დღევანდელი თუ ხვალინდელი საფრთხის გასასაჩინოებლად შემოკრული ზარია და, ამ საზრისით, სულისშემძვრელი.
უნდა აღინიშნოს, რომ რომანის ქართული სათაური (რაღა თქმა უნდა, ისევე, როგორც რუსული) მრავლისმეტყველია და საკმაო ფიქრებს აღუძრავს მკითხველს (სულხან-საბას განმარტებით „საქონდაქრე“ გახლავთ „ხორცთ საკაფავი, გინა თავის მოსაკუეთელი, ხოლო „ქონდაქარი“ - „მკვლელობის მოხელე“).
ქართველი მკითხველისათვის ჩინგიზ აითმათოვის რომანი იმითაცაა საყურადღებო, რომ მასში ჩართულია ქართულ თემაზე დაწერილი ბრწყინვალე მოთხრობა „ექვსი და რომანი მეშვიდე“.