„პოლიტიკური თეოლოგია“ ვარონმა ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში შემოიტანა. ის ტრიქოტომიის ნაწილი იყო, რომლის გვერდზეც მითიური და კოსმოლოგიური თეოლოგიები მოიაზრებოდა. ამ სამ თეოლოგიას, ვარონის მიხედვით, ინტელექტუალთა სამი სოციალური ჯგუფი შეესაბამებოდა; პოლიტიკური თეოლოგიას – ქურუმები, ხოლო დანარჩენს ორს, რიგის მიხედვით, პოეტები და ფილოსოფოსები.