წიგნში განხილულია საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ისტორიის მნიშვნელოვანი ასპექტები ადრეანტიკური ხანიდან XVII ს. პირველი ნახევრის ჩათვლით. XIII ს. უნიკალური საბუთის – ფრანგი ჯვაროსნის გ. დე ბუას წერილის საფუძველზე მოცემულია ცდა თამარ მეფის განსასვენებლის დადგენისა, მოთხრობილია ფერარა-ფლორენციის კრებაში (1438-1439) ქართული ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობაზე და 1625-1629 წწ. ქართულ ელჩობაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნიკიფორე ირბახის ( ირუბაქიძე-ჩოლაყაშვილის ) ხელმძღვანელობით, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო რომში პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოქვეყნებაში.