ნაშრომი შეიცავს ორ გამოკვლევას გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ისტორიიდან. პირველი ეხება XVII საუკუნის ცნობილი იტალიელი მოგზაურისა და ენციკლოპედისტის პიეტრო დელა ვალეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელმაც აღმოსავლეთის ქვეყნებში თავისი მოგზაურობის აღწერილობაში მოგვითხრო სპარსეთის მიერ აბას I-ის მმართველობისას განხორციელებული ქართველი ხალხის გენოციდის შესახებ. მეორე გამოკვლევა მოგვითხრობს ცნობილ ჰოლანდიელ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეზე ნიკოლაას ვიტსენზე, რომელმაც თავისი ნაშრომებით გაამდიდრა საწყის ეტაპზე მყოფი ევროპული ქართველოლოგია, რასაც დიდად შეუწყო ხელი მისმა მჭიდრო ურთიერთობამ არჩილ II-სთან და მის შვილთან ალექსანდრე ბაგრატიონთან.