ნაშრომში წარმოდგენილმა ორმა გამოკვლევამ ქრონოლოგიურად მოიცვა თითქმის მთელი XVIII საუკუნე XIX საუკუნის 70-იან წლებამდე. პირველში გაზეთ „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ 1728-1800 წლების შინაარსიდან დამოწმებული მასალის საფუძველზე მოცემულია ცდა რუსეთ-საქართველოს მაშინდელი ურთიერთობების აღდგენა-კომენტირებისა და რუსეთის საგარეო ურთიერთობებში საქართველოს ადგილის დადგენისა, ისევე როგორც ქართული დიასპორის რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაანალიზებისა. მეორე გამოკვლევა ცნობილი ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.