პირველი ტომი წარმოადგენს იმ საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლების მეცნიერულ პუბლიკაციას, რომლებიც მიკვლეული და ფიქსირებულია ხანგრძლივი საექსპედიციო მუშაობის შედეგად ფშავში. ამ ძეგლებს, როგორც საისტორიო პირველწყაროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ძეგლების გამოქვეყნებას ახლავს, გარდა ადგილზე შეკრებილი დიდძალი სატექსტო მასალისა, არქიტექტურული ანაზომები, ტოპოგრაფიკული გეგმები და ფოტოგადაღებები.