ნაშრომში გაშუქებულია ერთ-ერთი ქართველური ტომის – სვანების ეთნოგენეზის, განსახლებისა და სულიერი კულტურის საკითხები უძველესი დროიდან ადრე შუასაუკუნეებამდე. ისტორიული წერილობითი წყაროების, ტოპონიმიკური და ეთნოლინგვისტური მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მოცემულია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სვანური ტომების მოძრაობის არეალები და ქრონოლოგიური ჩარჩოები.