მონოგრაფიაში მოცემულია საინგილოს (კაკ-ელისენის) სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მეცნიერული სურათი მისი აღმოცენების დროიდან 1921 წლამდე, როდესაც იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოექცა. წიგნში საინგილოს ისტორია განხილულია საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ფონზე. პირველწყაროთა ანალიზის საფუძველზე ნაშრომში ნაჩვენებია აღნიშნული მხარის ისტორიული განვითარების თავისებურებანი და ძირითადი ეტაპები.