წიგნი მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეთა შეხედულებებს დემოკრატიზაციის, გლობალიზაციის, ფემინიზმის, პოლიტიკური განვითარების, პოლიტიკური სისტემების თუ ომისა და კონფლიქტის შესახებ. მასში გაერთიანებული პუბლიკაციები თანამედროვე პოლიტიკური აზრისა და დებატების ძალიან მცირე, მაგრამ მეტად ფასეული და განუყოფელი ნაწილია.