გამომცემლებს ოსმალურ დოკუმენტებთან ერთად მიმოხილული აქვთ ქართული დოკუმენტური და ნარატიული ძეგლები, ასევე მიმოხილული და გაანალიზებული აქვთ უცხოური წყაროები. კრებულში ყურადღება გამახვილებულია ოსმალეთის რუსეთთან დამოკიდებულების საკითხებზე. ავტორები საგანგებოდ ეხებიან ოსმალო ისტორიკოსთა თხზულებებს და განიხილავენ თურქეთის არქივებში დაცულ პირველწყაროებს.