ნაშრომი მოიცავს ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების განვითარების ხანგრძლივ პერიოდს (ადრეანტიკური ხანიდან ადრექრისტიანული პერიოდის ჩათვლით). შესწავლილია კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძარ-სამლოცველოები ანტიკური და ძველაღმოსავლური არქიტექტურული ტრადიციების ფონზე.