წიგნში ავტორი კლინიკურ ფსიქიატრიაში 60-წლიანი პრაქტიკული სამკურნალო, ორგანიზაციული და მეცნიერული კვლევის, აგრეთვე, მსოფლიო ფსიქიატრიაში დაგროვილი უმდიდრესი ლიტერატურული წყაროების ანალიზის საფუძველზე განიხილავს თანამედროვე ფსიქიატრიის ერთ-ერთი პრობლემატური და ურთულესი ფსიქიკური დაავადების ისეთ ჯგუფს, რომელიც გამოვლინდება კვებითი ქცევის აშლილობაში, ე.წ. ნერვული ანორექსიის ან, პირიქით, ე.წ. ნერვული ბულიმიის სახით.