წიგნი ეძღვნება შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემის – ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის როგორც ისტორიული წყაროს – კვლევას. კონკრეტულად განხილულია „ნინოს ცხოვრების“ დათარიღებასთან ატრიბუციისა და საზოგადოებრივი ფუნქციის გამორკვევასთან დაკავშირებული საკითხები.