კრებულში გაერთიანებულია ქართველი და ამერიკელი მეცნიერების სტატიები, მიძღვნილი ამერიკის შესწავლის სხვადასხვა საკითხისადმი. სტატიების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს მსოფლიოს ამ უძლიერესი სახელმწიფოს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს. მეცნიერების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია იმ სტუდენტების საუკეთესო სტატიები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი III და IV კონფერენციების მუშაობაში (2001-2002 წწ).