მონოგრაფიაში მდიდარი საარქივო მასალის შესწავლის საფუძველზე ნაჩვენები, რომ რუსეთ-ირანს 1826-1828 წლების ომში ქართველი და ამიერკავკასიის სხვა ხალხების ძირითადი ფენები მხარს უჭერდნენ რუსეთის გამარჯვებას. ნაშრომში რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ფონზე ვრცლად და თანამიმდევრულად არის გაშუქებული ამ ომის მსვლელობა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების, კერძოდ, ინგლისის ანტირუსული საქმიანობა ირანში, რომელიც მარცხით დასრულდა.