წინამდებარე გამოცემა წარმოგიდგენთ IV საუკუნის ბიზანტიელი ავტორის, ანკჳრიის ეპისკოპოსისა და ყოფილი ექიმის, ბასილი ანკჳრიელის, თხზულების ”ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათჳს” ქართულ თარგმანს. თხზულება თეოლოგიური და სამედიცინო ცოდნის საფუძველზე აგებული ტრაქტატია. წიგნის ავტორი საშუალებას გვაძლევს ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ იღებს და საით წარმართავს ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყარო ადამიანის შეცნობის, მისი ბუნების სრულყოფის თემაზე არსებულ ცოდნას. შესაბამისად, მასში განხილულია მედიცინის ისტორიის საგულისხმო საკითხებიც.