კათოლიკე ეპისტოლეთა წიგნი ქართული ნათარგმნი ლიტერატურის უძველეს ფენას განეკუთვნება. ქართულად იგი ადრეა წარმოშობილი (დაახლ. V საუკუნეში) მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ გვიანდელი (X და შემდგომი საუკუნეების) ხელნაწერებით, ისიც ალბათ არაერთხელ გადახედილი და შესწორებული. ტექსტი დამუშავებულია და შესწავლილია ენობრივი თავისებურებანი.