წერილობითი წყაროების, ეთნოგრაფიული მასალებისა და ლინგვისტური მონაცემების ანალიზის საფუძველზე მონოგრაფიაში შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოს მთის (ფშავი, ხევსურეთი) მოსახლეობის მიგრაციის პროცესი XVII-XX სს. ნაშრომში დადგენილია ცალკეული გვარების წარმომავლობა-სადაურობა, ბარში ჩასახლების მიზეზები ფორმები და მარშრუტები, გამოვლენილია ჩამოსახლებულთა სოციალურ-კულტურული ადაპტაციის თავისებურებანი, ნაჩვენებია ბარში მთიელთა დასახლების კანონზომიერი ხასიათი.