ნაშრომი საქართველოს საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირების პრობლემებზე კომპლექსური სამეცნიერო-მონოგრაფიული გამოკვლევაა. მასში მოცემულია ქვეყანაში ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევისათვის საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის გარდაქმნის დასაბუთება, განხილულია საზღვარგარეთის გამოცდილების შესწავლისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე საგადასახადო–საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტის გზები. ბიუჯეტური პროცესის კავშირი საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, ბიუჯეტური პროცესის სტადიების ნაკლოვანებები და გადასახადების როლი სახელმწიფო განმანაწილებლობით ურთიერთობების სისტემაში.