ნაშრომი შეიცავს ქართულ-რუსულ ურთიერთობათა ისტორიის მიმოხილვას X ს-დან XVIII ს. ჩათვლით, აგრეთვე ორ გამოკვლევას: პირველში მოთხრობილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილების ვახუშტისა და ბაქარის შემოქმედებით თანამშრომლობაზე პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიასთან. მეორე გამოკვლევა გადმოსცემს 1743 წ. მოსკოვში პირველნაბეჭდი ქართული ბიბლიის გამოქვეყნების ისტორიასა და მის შესახებ XVIII ს. 80-იანი წლების იტალიურენოვანი წყაროს შინაარსს.