ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია XIX ს.- XXI ს.-ის დასაწყისის მანძილზე ახლო აღმოსავლეთის ისტორიულ განვითარებაზე, კულტურულ ტრადიციებზე, რელიგიაზე, თანამედროვე პოლიტიკურ მდგომარეობასა და რეგიონის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების სპეციფიკაზე. უმთავრესი საკითხების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საკვანძო მოვლენების, სხვადასხვა მოძრაობებისა თუ გამოჩენილ პირთა მოღვაწეობის შესწავლას.